,,ლელოს“ კიდევ ერთმა წევრმა, დომენტი ქორქიამ პარტია დატოვა
პარტია „ლელოს“ კიდევ ერთმა წევრმა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დომენტი ქორქიამ „ლელო“ დატოვა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„მე, პოლიტიკური პარტია „ლელო”-დან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დომენტი ქორქია ვემიჯნები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს – ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით, რასაც ასევე ემხრობა ის პარტია რომელსაც წარმოვადგენ. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვეღარ მოვიაზრებ ჩემს თავს “ლელოს” რიგებში და მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ”, – წერს ქორქია.