შალვა პაპუაშვილი – ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე ვმუშაობთ
„სულ ახლახან ექსტრემისტული ორგანიზაცია გაუქმდა გერმანიაში. პარტიებს აუქმებენ სხვადასხვა ქვეყანაში – ახლახან მოლდოვაში ერთი პარტია გაუქმდა. სწორედ ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ექსტრემისტებს არაფერი ეშველებათ გარდა იმისა, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ფარგლებში კანონისმიერი პასუხი უნდა გაეცეთ.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისად, ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე ვმუშაობთ – ექსტრემიზმს ტკბილი სიტყვით ვერ შევეწინააღმდეგებით! დემოკრატიამ ანტიდემოკრატებისგან და დემოკრატიის მტრებისგან საკუთარი თავი უნდა დაიცვას! შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ექსტრემისტული ორგანიზაცია გაუქმდა გერმანიაში. პარტიებს აუქმებენ სხვადასხვა ქვეყანაში – ახლახან მოლდოვაში ერთი პარტია გაუქმდა. სწორედ ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატია. ანტიდემოკრატებისგან და დემოკრატიის მტრებისგან დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას.
ექსტრემისტებს არაფერი ეშველებათ გარდა იმისა, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ფარგლებში კანონისმიერი პასუხი უნდა გაეცეთ. ვისაც ცრუ იმედები ჰქონდა, რომ საქართველო მარიონეტულ სახელმწიფოდ იქცეოდა, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაანახებენ, თუ სად არის ქართველი ხალხის ნება. ეს იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი მათ შორის ბრიუსელისთვის – ვნახოთ, არიან თუ არა ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების ერთგული, რომელიც უპირველეს ყოვლისა, სახალხო ლეგიტიმაციას და ხალხის ნების პრიმატს გულისხმობს თუ იმ პოლიტიკურ ინტრიგაში დარჩებიან, რასაც ჩვენ გასული წლის არჩევნების შემდეგ და მანამდე ვხედავდით, როცა ზოგიერთს ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტული წარმომადგენლების ხილვა უნდოდა. მათთვის არის შანსი ქართველ ხალხს დაანახონ, ჩვენ გვაქვს საქმე 21-ე საუკუნის ევროპასთან თუ 100 წლის წინანდელ ევროპასთან. დაგვანახონ, რომ დემოკრატია ეს არის ღირებულება და არა ლიტონი სიტყვები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.