ბოჭორიშვილი – “მოველი, რომ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ გვინდა ინტეგრაცია და ასოცირება, პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს”

ეს არჩევნები და ზოგადად, არჩევნები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის, – ამის შესადებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბოჭორიშვილი მოელის, რომ ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ინტეგრაცია სურს, პატივს სცემენ ქართველი ხალხის არჩევანს.

„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეები და გადაწყვეტილებას იღებენ, თუ ვინ უნდა მართოს ქალაქი, სოფელი და ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება უცხოეთის რეაქციებს, ყველა, ვინც პატივს სცემს დემოკრატიას, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს სწორედ ხალხის არჩევანს და მე მოველი, რომ ის ქვეყნები და განსაკუთრებით ის ქვეყნები, სადაც ჩვენ გვინდა ინტეგრაცია და ასოცირება, პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები