მიხეილ ყაველაშვილი: არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა – ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება

„გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, სამწუხაროდ მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა თითოეულ ადამიანს, ვინც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მონაწილეობას იღებს არჩევნებში მადლობა გადაუხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვისაც სწამს ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, სამწუხაროდ იყო მძიმე დღები: სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გავლილია, ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები