ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა
საქართველოს ყოფილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იმყოფებოდა.
ის თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მე-11 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად მივიდა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.