,,დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ხდება ერთადერთი გზით – ამ გზას ჰქვია არჩევნები. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა
ოპოზიციის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველას აქვს უფლება, რომ საკუთარი აზრი მშვიდობიანად გამოხატოს.
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ყველას აქვს უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი. მშვიდობიანი შეკრების უფლებაც ყველას აქვს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. თუ გამოხატვის თავისუფლება იქნება მშვიდობიან ფარგლებში, ყველას აქვს შესაძლებლობა, ეს გააკეთოს. რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარებას, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ხდება ერთადერთი გზით – ამ გზას ჰქვია არჩევნები. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.