მაკა ბოჭორიშვილი: არის ხელოვნური მცდელობები, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი
,,არის ხელოვნური მცდელობები, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე კარგი ტესტი არჩევნებზე მოქალაქეების არჩევანია.
„საპარლამენტო არჩევნებზეც და ახლაც ვაკვირდებით ამ პროცესს. მცდელობები არის, რომ მოახდინონ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია, დადგან და შექმნან ისეთი სურათი, თითქოს რაღაც არასწორად მიმდინარეობს იმ პროცესებში, რაც უკავშირდება არჩევნებს. ეს არის ხელოვნური მცდელობები იმისთვის, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ყველაზე კარგი ტესტი არის თავად ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების პასუხი არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.