მაკა ბოჭორიშვილი: მოხარული ვართ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ ვითარებაში

,,მოხარული ვართ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ ვითარებაში”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მოქალაქეებს არჩევანის დაფიქსირება კონკურენტულ გარემოში შეუძლიათ.

,,ყველა ამომრჩეველს აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, ცესკო-მ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა აქტივობის შუალედური მონაცემები 12:00 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 600 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა.

საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც 2014 წლის, ისე 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს. სოციოლოგიური კვლევების თანახმად „ქართული ოცნება“ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მყარად იგებს ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა ეს არ უნდა იყოს ამომრჩევლის მოდუნების საფუძველი, შესაბამისად მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და მეტი სიკეთე შევიდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, თუ სოფელში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები