მიხეილ ყაველაშვილი: ფეიკნიუსია, თითქოს სურათზე მიმამატეს და ა.შ. ტრამპმა მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს, შეთანხმება არ გვქონია, რომ უნდა დაერეკა, დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას
ფეიკნიუსია, რომ თითქოს არ მიიწვიეს ყაველაშვილი, არ ჰქონდა [ტრამპთან] საუბარი, სურათზე მიამატეს და ა.შ. [ტრამპმა] მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს. ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, დაურეკა თუ არა მას ტრამპმა.
„ამერიკაში ვისი სახელით ვიყავი, ტრამპმა ვინ მიიწვია იქ საზეიმო ვახშამზე?! თქვენ [ჟურნალისტს მიმართავს], თქვენი პატრონები ატყუებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ [„ქართული ოცნების“ ხელისუფლება] არალეგიტიმურები ვართ. ვინ ბრძანდებოდა ქართველი ხალხის სახელით ამერიკაში, ვინ მიიწვიეს ტრამპის ვახშამზე საქართველოს წარმომადგენელი?! მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი იყო მიწვეული ტრამპის ვახშამზე. ფეიკნიუსია, რომ თითქოს არ მიიწვიეს ყაველაშვილი, არ ჰქონდა [ტრამპთან] საუბარი, სურათზე მიამატეს და ა.შ. [ტრამპმა] მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს. ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.