განმარტება ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე: კომისიის წევრების განცხადებით, ამომრჩეველმა, დაქვეითებული მხედველობის გამო, დახმარება ითხოვა

ახალციხის N4 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ორი მოქალაქე ერთდროულად ერთ კაბინასთან აძლევს ხმას, განმარტება კეთდება.

ირკვევა, რომ ქალაქ ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება და გაჟღერებული ვერსია, რომ ორი მოქალაქე ერთდროულად ერთ კაბინასთან აძლევდა ხმას, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომისიის წევრების განცხადებით, რეალურად გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დაქვეითებული მხედველობის გამო დახმარება ითხოვა. კანონმდებლობით კი, ამომრჩეველს აქვს უფლება მოითხოვს დახმარება, მათ შორის, ოჯახის წევრის ან მეგობრის მხრიდან.

დახმარების უფლება არ აქვთ კომისიის წევრებს და უბანზე მყოფ წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები