მამუკა ხაზარაძე: ოპოზიციურმა ამომრჩეველმა უნდა იაქტიუროს

,,მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატონ კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა თავისუფალ არჩევანს ჩამოაშორა”,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ოპოზიციურმა ამომრჩეველმა უნდა იაქტიუროს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა თავისუფალ არჩევანს, ძალას, რომელმაც ქვეყნის იზოლირება მოახდინა, ჩამოაშორა ევროპულ არჩევანს და შეიყვანა საკმაოდ სერიოზულ კრიზისში, კორუფციის ჭაობში, კრიმინალურ ჭაობში და ა.შ.

ჩემი ხმა მე მივეცი განთავისუფლებას იმ ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების, რომლებიც რეალურად ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი. ოპოზიციურმა ამომრჩეველმა უნდა იაქტიუროს. თქვენ იცით, რომ გაყალბება ყოველთვის ხდებოდა ამ ქვეყანაში, მაგრამ ყველაფერს აქვს ლიმიტი. ამომრჩეველი არჩევნებზე თუ აქტიურად გამოდის, ეს არის გარანტია იმისა, რაც მოხდა 2003 წელს, 2012 წელს და მოხდა იმ წლებში, როცა ჩვენი ამომრჩეველი იყო აქტიური. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები