მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვნახეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვირვებლები და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ სჯობს განმარტებები მათ გააკეთონ

,,ჩვენ ვნახეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვირვებლები და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ სჯობს მათ გააკეთონ განმარტებები”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ვისაც აქვს ინტერესი, აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს.

„საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ყველას ვისაც აქვს ინტერესი, აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს. უცხოელი დამკვირვებლები არიან ყველა ქვეყნიდან, საიდანაც ინტერესი გამოიხატა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების. მე არ ვიცი, ვის რა შეფასება აქვს დემოკრატიის, თუმცა ჩვენ ვნახეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვირვებლები და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ სჯობს მათ გააკეთონ განმარტებები“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები