მიხეილ ყაველაშვილი: ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა

„ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო.

„გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გავაკეთე არჩევანი. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან. არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვისაც სწამს ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა. სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები – სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები. ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები