ცესკო – 12:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში დაფიქსირდა

საქართველოს ცენტრალური კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა.

მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში დაფიქსირდა.

ცესკოს ცნობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ხოლო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა.

ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე ისაუბრა ცესკოს სახელით განხორციელებულ ზარებზე და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან მსგავსი სატელეფონო ზარები არ განხორციელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები