გურამ მაჭარაშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მთელმა საქართველომ უარი უთხრა ძალადობრივ რეჟიმს
“ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2012 წლის პირველი ოქტომბერი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მთელმა საქართველომ უარი უთხრა ძალადობრივ რეჟიმს,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს მთავარი შეცდომა არის ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაცულია, საშინაო თუ საგარეო მტრებთან შესაბამისი ბრძოლა ყოველთვის ღირსებით იყო და იქნება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.