დავით მათიკაშვილი: გარე ძალები მუდმივად ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დისონანსი შეიტანონ

“ჩვენი ქვეყნის განვითარება, პროგრესი გაგრძელდება – როგორც იყო აქამდე, ასევე 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, 2012 წლიდან დღემდე გარდა მნიშვნელოვანი და უდიდესი გამარჯვებებისა, იყო გუნდში კონკრეტული ღალატიც. ამაზე ბატონმა ბიძინამ ბრძანა და ამ ყველაფრის ჭრილში, ბუნებრივია, გარე ძალები, ვისაც არ სურს საქართველოს პროგრესი, საქართველოს წარმატება, ისინი მუდმივად ცდილობენ, ამ ყველაფერში, ჩვენი ქვეყნის პროგრესში, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ დისონანსი – საკუთარი ნება-სურვილი გაასაღონ ხალხის ნება-სურვილად. ბუნებრივია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყნის განვითარება, პროგრესი გაგრძელდება – როგორც იყო აქამდე, ასევე 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები