გია ვოლსკი – პაატა ბურჭულაძე თავისი ტანით დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის

„პაატა ბურჭულაძე თავისი ტანით ქართულ დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის – საერთოდ, არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბურჭულაძის თემა გახდა აქტუალური, ვინაიდან მან გადაწყვიტა რაღაც წარმოუდგენელი, ფანტასმაგორიული სცენარებით გაიტანოს თავი და შეინარჩუნოს პოპულარობა ამ ოპოზიციურ მოძრაობაში.

„ვფიქრობ, ბურჭულაძის თემა გახდა აქტუალური, ვინაიდან მან გადაწყვიტა რაღაც წარმოუდგენელი, ფანტასმაგორიული სცენარებით გაიტანოს თავი და შეინარჩუნოს პოპულარობა ამ ოპოზიციურ მოძრაობაში. მე ვიტყოდი, რომ თვითონ, თავისი სხეულით, ტანით ქართულ დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის. საერთოდ, არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქედან გამომდინარე, “ნაცმოძრაობას” სხვა არაფერი დარჩა თუ არა გამოვიდეს ღიად, გახსნას კარტი და პირდაპირ თქვას ის, რაზეც დიდი ხანია უარს ამბობდა. “სისხლი უნდა დაიღვაროს” იყო მათი აზრი და ეს აზრი უკვე ხმოვანი გახდა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა პაატას, რომ ეს იქნება მშვიდობიანი [აქცია] და არაფერი არ მოხდება. ამის დასადასტურებლად რაღაც წარმოუდგენელ სულელურ კომენტარებს აკეთებს მედიის საშუალებით. “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი გეგმა ჰქონდა და აქვს. ეს გეგმა უკავშირდება სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ანუ, ისეთი ხელისუფლების დაბრუნებას, რომელიც ყველაფერზე წავა,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები