“ადვილია იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი, ომის საშინელება და დაპირისპირებით გამოწვეული ქვეყნის ნგრევა და ჩამოშლა” – ქადაგიშვილი

“ადვილია იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი, ომის საშინელება და დაპირისპირებით გამოწვეული ქვეყნის ნგრევა და ჩამოშლა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობის დაცვის უპირველესი ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია, რასაც აკეთებს კიდეც.

„წინააღმდეგობა, რაც გარედან თუ შიგნიდანაა, სწორედ დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა. ქართველ ხალხთან ერთად შევძელით, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის რეალიზაცია, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს ადვილი გზა არ იყო, ამ გზას დაცვა სჭირდება. არჩევნებს ებრძვიან – იმაზე ნათელი ტესტი რა უნდა იყოს, რომ ამ ხალხს გარეთ, თუ შიგნით არც დემოკრატია აინტერესებს და არც არჩევნები? „ფეისბუქთან“ მოკალათებული ადამიანების მხრიდან მშვიდობის ქილიკი ადვილია. იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მშვიდობა როცა არ იყო ამ ქვეყანაში, ან გარბოდნენ, ან იმალებოდნენ. ადვილია იმ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა, ვისაც არ უნახავს ომი, ომის საშინელება და დაპირისპირებით გამოწვეული ქვეყნის ნგრევა და ჩამოშლა. ამიტომ, ამ ადამიანებს აგულიანებენ, თითქოს ასეა, ჰეროიკული ბრძოლაა და რეალობას მოწყვეტით უნდათ, ეს ადამიანები ახალი სასაკლაოსკენ წაიყვანონ. მშვიდობაა ის, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულებაც აქვს ხელისუფლებას. ამიტომ, ჩვენ ამ მშვიდობას ვიცავთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები