2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება

“2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება”, – ამის შესახებ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტშია აღნიშნული.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები 46%-ზე მეტით გაიზრდება.

კერძოდ, 1-ელი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ:

პოლიციელებს;

ჯარისკაცებს;

საჯარო სკოლების მასწავლებლებს;

ბაღის თანამშრომლებს;

პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.

ამავე პროექტის თანახმად, საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში მოხდება, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები