“4 ოქტომბერს თუ მოხდება ძალადობის ერთი ფაქტი, ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ” – შალვა პაპუაშვილი

“4 ოქტომბერს თუ მოხდება ძალადობის ერთი ფაქტი, ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ. არავის და მით შორის ბრიუსელის რომელიმე ბიუროკრატს საქართველოს 90-იან წლებში არ დავაბრუნებინებთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “დღეს უკვე ყველაფერი ცხადია”.

” საჯაროდ არის გაცხადებული, რომ იგეგმება ძალადობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან და ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ძალადობას. ეს არის გამაოგნებელი სკანდალი, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა საჯაროდ გაიზიარა პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული ძალადობის მიმართ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს შინ და გარეთ, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს – 4 ოქტომბერს ნებისმიერი ძალადობა რაც მოხდება „ნაცმოძრაობის“, აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი სპიკერის სახით და შესაბამისად, ევროკავშირის საელჩოსაც, რომელსაც ამასთან დაკავშირებით რაიმე გამიჯვნა არ გაუკეთებია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები