“შემაძრწუნებელია ის რეალობა, რომ ახალგაზრდებს სპეციალურად ამზადებენ, რათა ქვეყანაში ტერორისტული აქციები განხორციელდეს” – გიორგი ვოლსკი
“გიული ალასანიას უმაღლესი სასწავლებელი არ არის ერთადერთი. ჩვენ კარგად ვნახეთ, გავიგეთ – რა სქემით მუშაობენ, მაგრამ შემაძრწუნებელია ის რეალობა, რომ ახალგაზრდებს სპეციალურად ამზადებენ, რათა ქვეყანაში ტერორისტული აქციები განხორციელდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს.
“პირდაპირ, ლექციის ერთ-ერთი მთავარი თემა პირდაპირ ითვალისწინებს ახალგაზრდების იმაში დარწმუნებას, რომ ტერორიზმი არ არის ცუდი მოვლენა”, – განმარტავს ვოლსკი.
სუს-ის მიერ გაშიფრული სქემა კონკრეტულად ალასანიას უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედ ორგანიზაცია “ჰაი სქულ ჯორჯიას” ეხება.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლით ახდენდა ფინანსების აკუმულირებას.