თენგიზ შარმანაშვილი -კუპრავას განცხადებაზე: თუ ასე ძალიან გულდასმით უნდათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, სახელმწიფო რეაქციას არ დააყოვნებს

„თუ ასე ძალიან გულდასმით უნდათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, სახელმწიფო რეაქციას არ დააყოვნებს,“- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ზვიად კუპრავას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„მათ რომ მოუსმინოთ, საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერენ საკუთარი ხელით. თუ ასე ძალიან გულდასმით უნდათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ, სახელმწიფო რეაქციას არ დააყოვნებს და ისედაც განადგურებული მათი პოლიტიკური ორგანიზაცია აბსოლუტურ კრახს განიცდის“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საარჩევნო პროცესის ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა – ინსტრუქციები ამჯერად თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზვიად კუპრავამ გაახმოვანა. ამ პროცესში ოპოზიციის გვერდით არიან მოქმედი სასულიერო პირები. მათ შორისაა დოროთე ყურაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები