კვირას, აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც, შენობას ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
პოლიციის უფროსმა, უილიამ რენიემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ 40 წლის მამაკაცი მანქანით გრანდ ბლანშიფში მდებარე ეკლესიის შესასვლელს შეეჯახა, სადაც ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.
რენიეს თქმით, სანამ პოლიცია ეჭვმიტანილის ლიკვიდაციას მოახდენდა, მან ეკლესიას ცეცხლი წაუკიდა.
დაშავებულები ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.