უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის უკრაინას მისცეს უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის დარტყმები განახორციელოს.
კელოგის თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და რუსეთის აგრესიის შეკავებას.
„პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს უკრაინის შესაძლებლობას, გამოიყენოს მოწინავე შეიარაღება საკუთარი თავდაცვის მიზნით, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სამიზნეების განადგურებას რუსეთის ტერიტორიაზე გულისხმობს,“- აღნიშნა კელოგმა.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი ომს არ იგებს, რადგან ეს რომ ასე იყოს, ისინი ახლა უკრაინის დედაქალაქში იქნებოდნენ.