ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა საველე სწავლება გაიარეს
უფროსი ლეიტენანტის – მუხრან შუკვანის სახელობის პოლიგონზე, ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა მორიგი საველე სწავლება გაიარეს.
თავდაცვის სამინიატროს ინფორმაციით, წვევამდელებმა ოცეულის დონის წვრთნის ფარგლებში თავდაცვითი ოპერაცია, საბრძოლო სროლებით ჩაატარეს. მათ ამოცანას ოპერაციის რაიონში იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. საველე სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.
“ტაქტიკური სწავლება წვევამდელების მონაწილეობით დადებითად შეფასდა.
წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.
2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას”, – წერია ინფორმაციაში.