სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სპექტაკლი “ზღვის თეატრი” დაიდგა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ დაიდგა.

რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “ზღვის თეატრი“ დევნილობაში მყოფ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში თეატრის გახსნას სურთ, უამრავი თავგადასავლის და წინააღმდეგობის მიუხედავად, მიზანს მაინც მიაღწევენ, თუმცა ეს როდემდე გასტანს, არავინ იცის.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები