„ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან” – სუსი
არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან.
ამის შესახებ ინფორმაცია “საქართველოს პირველ არხს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადეს სუს-ში.
სუს-ის ინფორმაციით, სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.