“დარწმუნებული ვარ, თემქას გავხდი ისეთს, როგორიც თემქელებს სურთ” – ირაკლი ბენდელიანი

“ჩემი შეხვედრები მოსახლეობასთან ძალიან პოზიტიურია. პირველი ზღვისუბნელი ვარ, ვინც კენჭს იყრის თვითმმართველობის არჩევნებში და, შესაბამისად, ჩვენი ერთი ყოველდღიურობა გვაქვს. მე ჩემს ენერგიას არ დავიშურებ და ჩემი ახალგაზრდული ჟინით შევუდგები ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, თემქას გავხდი ისეთს, როგორიც თემქელებს სურთ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის (ზღვის უბანი, თემქა) რაიონში, ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, პროექტების განხორციელება დღემდე მიმდინარეობს.

“მე კარგად მესმის ის პრობლემებიც, რაც ამ უბანში არის. მე ვარ იმ უბნელი და მე და ზღვისუბნელებს ერთი ყოველდღიურობა გვაქვს. მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მაქვს. ბევრჯერ შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად გავიარეთ ის პრობლემები, რაც ზღვის უბანს გააჩნია.

ზღვის უბნის პარკმა მოიცვა სრულიად თემქა. ეს არის 25 ჰექტარზე გადაჭიმული 70 ათასი ხე-მცენარით, რომელიც არის ჟანგბადის ულევი წყარო. პარკმა უბნის იერ-სახე ძალიან გაალამაზა, ასევე მას ეკონომიკური ეფექტიც აქვს, უძრავი ქონება ძალიან გაძვირდა. ვფიქრობ, ეს პროექტი მაქსიმალურად გააძლიერებს ჩვენი უბნის როგორც ეკონომიკას, ისე ვიზუალურ მხარეს და მოიზიდავს უამრავ ინვესტორს“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები