სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა.