სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მასშტაბით.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები