„თბილისობის დღესასწაულზე ბრისტოლის მერი ჩამოვა“

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, “თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში საქართველოში უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ.
როგორც მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „თბილისობის“ღონისძიებებში ბრისტოლის მერი მიიღებს მონაწილეობას.
მისივე განცხადებით, „თბილისობის“ ფარგლებში ასევე ღვინის ფესტივალიც ჩატარდება.
“25-26 ოქტომბერს ჩატარდება ტრადიციული ღონისძიებები რიყესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსხვავება ის იქნება, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით გაიშლება ღონისძიებები, ასევე გაკეთდება ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებებიც. საპატიო თბილისელის წოდებით მოქალაქეები დაჯილდოვდებიან. უახლოეს დღეებში კომისია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაასრულებს მუშაობას და გვექნება იმ ადამიანების ზუსტი სია, ვისაც ეს წოდება გადაეცემა. გარდა საპატიო თბილისელისა, ჩემი ინიციატივით შემოვიღეთ “თბილისზე მზრუნველის” წოდება. არიან ადამიანები, რომლებსაც შესტკივათ დედაქალაქზე გული და ბევრ რამეს უსასყიდლოდ აკეთებენ. ასეთი ადამიანების შრომამ ფუჭად არ უნდა ჩაიაროს და ჩვენ 10-ზე მეტ ადამიანს მივანიჭებთ თბილისზე მზრუნველის წოდებას. ეს სხვა ადამიანებისთვის სამაგალითო იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“თბილისობა 2014” 25-26 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები