ბაჩო ახალაიას განაჩენს ადვოკატი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრის განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.ადვოკატი მიიჩნევს, რომ ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ განაჩენი იმ ზეწოლის შედეგია, რაზეც დიდი ხანია ბაჩო ახალაიას ახლობლები საუბრობენ.
“შემიძლია გითხრათ, რომ ეს განაჩენი დაუსაბუთებელი იქნება, ვინაიდან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და, აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ დაასაბუთებს სასამართლო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, ანი ნადარეიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოსალოდნელი იყო. ეს უკვე მერამდენე ფაქტია, როდესაც ანი ნადარეიშვილი წინასწარ აანონსებს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას მოსამართლის მხრიდან. ეს არის იმის შედეგი, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ”, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის(წამება) საფუძველზე კი, მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები