ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა შესაძლოა, ღაზის მართვის დროებით ორგანოს უხელმძღვანელოს
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი შესაძლოა ღაზის დროებითი მართვის ორგანოს ხელმძღვანელად დაინიშნოს, იტყობინება The Economist.
ღაზის საერთაშორისო გარდამავალი ორგანო“ (GITA) იქნება ორგანიზაცია, რომელიც გაერო-ს მანდატის მიღებას შეეცდება, რათა ღაზაში ხუთი წლის ვადით უმაღლესი პოლიტიკური და იურიდიული ხელისუფლება გახდეს.
გამოცემის ინფორმაციით, დასავლურ და რეგიონულ წრეებში მიმდინარეობს კონსულტაციები სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სამოქალაქო მმართველობას, ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციას და უსაფრთხოების აღდგენას.
ბლერი განიხილება როგორც ფიგურა, რომელსაც შესაბამისი დიპლომატიური გამოცდილება აქვს.
მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და გაერო-სა და რეგიონულ პარტნიორებთან უახლოეს კვირებში გაგრძელდება.