ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის შეწყალებას არ მოითხოვს – ადვოკატები

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის შეწყალებას აღარ მოითხოვს,- ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ჟან-მიშელ დარუამ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსის მთავარი მიზანი არის საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება და არა შეწყალების გზით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.

“მის მენტალიტეტში არ შედის პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნა იმ მიზეზით, რომ მას თავისი უდანაშაულობის დემონსტრირება სურს“, – აცხადებს ჟან-მიშელ დარუა.

ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ გუშინ სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები