„თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” მესამე განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, შპს “ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” მესამე განყოფილების უფროსი დ. ს. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის, ფსიქიატრიული საავადმყოფოს სტაციონარში ერთი წლით მოთავსების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვა 1 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, დაკავებულმა იმავე მოქალაქეს გამოართვა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის საპენსიო ბარათი, რადგან შემდგომში ყოველთვიურად დაუფლებოდა ბარათზე დარიცხულ საპენსიო თანხას – 100 ლარს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HT6HMWgMymM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები