ლევან ვეფხვაძე: ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია

,,ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია”,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესინდექსმა აჩვენა, რომ ბოლო კვარტალში ობიექტურად დაფიქსირდა ზრდა და, შესაბამისად, ეს ინდექსის ზრდა ასახულია როგორც კომპანიების ბრუნვის ზრდაში, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მატებაში და ა.შ.

„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც დასაქმების ინდექსი, საინვესტიციო აქტივობა და ა.შ. ზრდას ჩვენ სამივე ძირითად მიმართულებით ვხედავთ. ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია. იქ სადაც იყო გაურკვევლობა და პოლიტიკური არასტაბილურობა, განწყობები ეცემოდა. დღეს განწყობები იზრდება“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები