შავლეგ მიშველაძე: ბიზნესს აქვს დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით

,,დასმული იყო კონკრეტული კითხვები იმ საკითხებზე, რაც სეგმენტურად აწუხებს ბიზნესს”,- ამის შესახებ, „გალფი საქართველოს“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა შავლეგ მიშველაძემ, საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესს დადებითი მოლოდინები აქვს.

„კითხვები იყო იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწების არასასოფლო-სამეურნეოში გადაყვანის თემასთან დაკავშირებით. ასევე დაისვა კითხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე. ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ვითარება არის სტაბილური და ბიზნესს აქვს დადებითი არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ, დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით”, – აცხადებს შავლეგ მიშველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები