პრემიერი – „გამჭვირვალობის შესახებ” კანონმა უკვე უზრუნველყო პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში, დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციისა და რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის, სწორედ, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, ამ კანონის დამსახურება

წლების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ზუსტად იგივე გამოწვევები, მათ შორის მიზანმიმართული თავდასხმა პოლიციაზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე, მათი იმიჯის დაზიანების, დაკნინების მცდელობა და ეს ყველაფერი ხდებოდა გარე დაფინანსებით, მათ შორის, იმ ფონდების დაფინანსებით, რომლებიც ნახსენებია პრეზიდენტ ტრამპის შესაბამის განცხადებაში, – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ მემორანდუმზე – „პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების გამოძიება” ხელმოწერას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, ხელისუფლებამ მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ”, რომელმაც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება უზრუნველყო.

„ეს არის ჩვენთვისაც გამოწვევა და როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ მივიღეთ ჩვენ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ”, წარმატებით დავამტკიცეთ და ამ კანონმა უზრუნველყო უკვე პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციის, რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ” კანონის დამსახურება. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავის მივცეთ გარედან პოლარიზაციის გაღვივების საშუალება,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები