ირაკლი კობახიძე – დღეს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთიანი, როგორც არასდროს, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ასეთი გუნდია შეკრებილი

მთავარი არის ის, რომ დღეს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთიანი, როგორც არასდროს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავი გუნდის ერთიანობა და ერთხმად მუშაობა.

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს სწორედ ასეთი გუნდია შეკრებილი. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს თავისი განზრახვა ამ მიმართულებით, მაგრამ არც ერთ ასეთ გეგმას არ უწერია განხორციელება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები