თენგიზ შარმანაშვილი: მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ოკუპაციაზე – სიტყვა „რუსეთს“ დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს

„მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისაუბრა – სიტყვა „რუსეთს“ დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული,“ – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში სწორი აქცენტები დასვა.

„კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მან ოკუპაციაზე ისაუბრა. სიტყვა „რუსეთს” დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული. ასევე, მან მხარი დაუჭირა უკრაინას ყველანაირად, მორალურად, პოლიტიკურად. აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ვინ ეომება უკრაინას, ესეც ყველამ კარგად იცის. ისიც ნათელია, ეს მხარდაჭერაც ვის საწინააღმდეგოდ არის. ეს კრიტიკა უსაფუძვლოა და რაღაც ბავშვური, გამოგონილი ნარატივებია. რაც შეეხება, ზოგადად, გამოსვლას – იყო აბსოლუტურად სწორი აქცენტები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მან მშვიდობას გაუსვა ხაზი. მშვიდობა არის ყველაზე დიდი დილემა მსოფლიოში. მეორე – მან განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო მზად არის და ღიაა ურთიერთობის საკითხში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის იქნება პრიორიტეტული. ვერ ავიტანთ ზემოდან ყურებას და თითის ქნევას საქართველოს მისამართით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები