ტრამპმა ერდოღანს მოუწოდა, რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შეძენა შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლა და მოუწოდა, რუსულ ენერგომომარაგებაზე უარი ეთქვა,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

„საუკეთესო, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შეძენა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ერდოღანის თანდასწრებით.

ამავდროულად, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, გააუქმოს სანქციები თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე და მისცეს მას ამერიკული მეხუთე თაობის F-35 გამანადგურებლების შეძენის უფლება.

ცნობისთვის, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში დაწესდა, ანკარის მიერ მოსკოვისგან რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები