გიორგი გაბუნია – ერეკლე მეორის ძეგლზე: მეფე, რომელიც დღეს ყველზე მეტად აღიზიანებთ ამ ნეოლიბერალებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სძულთ ნებისმიერი ქართული
„მეფე, რომელიც დღეს ყველზე მეტად აღიზიანებთ ამ ნეოლიბერალებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სძულთ ნებისმიერი ქართული,“- ამის შესახებ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ახალგაზრდებში შეცვალოს ის წარმოდგენები, რომ თურმე ერეკლე მეორემ რუსეთს ჩააბარა საქართველო.
“ერეკლე მეორე გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საამაყო, ჩვენი ბურჯი ჩვენი ისტორიისა – მეფე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შეალია საქართველოსთვის ბრძოლას, საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლას. ისე გარდაიცვალა, რომ ხმალი ქარქაშში არ ჩაუდია. მეფე, რომელიც დღეს ყველზე მეტად აღიზიანებთ ამ ნეოლიბერალებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სძულთ ნებისმიერი ქართული, ნებისმიერი პასაჟი ისტორიაში, რომელიც არის ჩვენს ეროვნულობაზე დაფუძნებული. ამიტომ, ის სპეკულაციები – ჯერ ხმალი არ ჰქონდა, თურმე ხმალი აქვს, მერე თან სახეზე არ ჰგავს, მერე თურმე ჰგავს… ეს არის მცდელობები იმისა, რომელიც ჯერ კიდევ ბედოვლათმა ბერძენიშვილმა დაიწყო ერეკლე მეორის ლანძღვა-გინება და შემდგომში უკვე სინქრონულად გააგრძელეს. ცდილობენ, ახალგაზრდებში შეცვალონ ის წარმოდგენები, რომ თურმე ერეკლე მეორემ რუსეთს ჩააბარა საქართველო და ასეთი სიბინძურეები. რა თქმა უნდა, ეს კარგად გასაგებია საზოგადოებისთვის, თუ რას ემსახურება,” – აცხადებს გიორგი გაბუნია.