კალიფორნიაში 25-მდე ეჭვმიტანილმა საიუველირო მაღაზია გაძარცვა და 1 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები მოიპარა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან რამონში, დაახლოებით 25-კაციანმა ჯგუფმა საიუველირო მაღაზია გაძარცვა და დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები მოიპარა.

სან რამონის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის შვიდი ეჭვმიტანილი დაკავებულია და სამკაულების ნაწილი ამოღებულია.

ეს ორი წლის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც Heller Jewelers მასშტაბური ძარცვის სამიზნე გახდა.

როგორც მედია იუწყება, ოფიცრები ექვს მანქანას დაედევნენ, თუმცა საბოლოოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით, დევნა შეწყვიტეს, რადგან ქურდებმა სიჩქარეს გადააჭარბეს.

სამართალდამცველები შემთხვევას „მაღალი რისკის მქონე ორგანიზებულ დანაშაულად“ აფასებენ. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები