გიორგი გაბუნია – ფონდ „იავნანაზე“: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ფონდის მიერ მოპოვებული სოლიდური თანხები წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად იხარჯებოდა
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ფონდის მიერ მოპოვებული სოლიდური თანხები წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად იხარჯებოდა,”- ამის შესახებ, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ფონდ „იავნანადან“ პაატა ბურჭულაძის ცოლისთვის თანხის სავარაუდო გადახდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ფონდის მიერ მოპოვებული სოლიდური თანხები წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად იხარჯებოდა. გულწრფელად რომ გითხრათ, მეცოდება ეს ადამიანი და ჩემთვის საცოდაობაა ამ კაცის ყურება. ადამიანი, რომელიც ერთ დროს იყო წარმატებული ხელოვანი, დღეს ვხედავთ, როგორი ხელმოცარული და სასაცილოდ არის ქცეული პოლიტიკაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ფონდთან დაკავშირებით მისი საქმიანობა უნდა იყოს შესწავლილი”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
უხდის თუ არა პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანადან“ თავის მეუღლეს, ხუთი ათას ლარს. „ქრონიკა“ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებას ცდილობს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ბურჭულაძის მეუღლე ანჟელა ვასილენკო ძირითადად უცხოეთში იმყოფება. ის ფონდში რეალურად დასაქმებული არ არის.