გიორგი გაბუნია – ოპოზიციის მცდელობა, რომ ვითარება არიოს, ფუჭად ჩაივლის

„ოპოზიციის მცდელობა, რომ ვითარება არიოს და საზოგადოება დაამძიმოს, ფუჭად ჩაივლის, რადგან მათ საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს გამარჯვებას იზეიმებს. ჩვენ 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ოპოზიციის მცდელობა, რომ სიტუაცია არიოს და საზოგადოება დაამძიმოს, ფუჭად ჩაივლის, რადგან მათ საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ. მათ ქვეყანაში სიტუაციის არევის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, კანონმდებლობით, ქვეყანაში აზრისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული, მაგრამ როგორც კი, ნებისმიერი ქმედება კანონის ჩარჩოებს გასცდება, ამაზე პასუხი კანონის ფარგლებშივე იქნება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები