ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა და ნატო-მ რუსეთს ნამდვილი ომი გამოუცხადეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ნატო და ევროკავშირი უკრაინის გამოყენებასა და მისი ქვეყნის წინააღმდეგ „ნამდვილი ომის“ გამოცხადებაში დაადანაშაულა.

ლავროვმა ეს განცხადება გაერო-ში დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა.

“ნათელი მაგალითია უკრაინის კრიზისი, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მიერ არის პროვოცირებული, რომლის ხელითაც ნატო-მ და ევროკავშირმა უკვე გამოუცხადეს ნამდვილი ომი ჩემს ქვეყანას და უშუალოდ მონაწილეობენ მასში”,- განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები