დავით მათიკაშვილი: ყველა ქმედება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანა გახადოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან
„ყველა ქმედება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანა გახადოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან,“- ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
“არის გაცხადებული ამბიციური გეგმა, საქართველო იყოს მსოფლიოს სამეულში, ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანათა შორის. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაწყებულა გუშინ და დღეს. დიდი ხანია, ის მიმდინარეობს. ყველა ქმედება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული, თუ ზოგადად, საკანონმდებლო დონეზე მიღებული, კანონის აღსრულების თვალსაზრისით, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანა გახადოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.