რიმა ბერაძე – ოპოზიციაზე: კანონდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად

„რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არის ნაცმოძრაობის დანაყოფი, აანონსებს პიკეტირებას, შანტაჟს, რევოლუციას, თანაც „მშვიდობიანს“, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ, ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებული აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ იქნება დაუმორჩილებლობა. მე შევახსენებ თითოეულ მათგანს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონები. ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაარღვევს კანონს, რა თქმა უნდა სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები