აშშ-ის გენერალური პროკურორი მთელი ქვეყნის მასშტაბით სიკვდილით დასჯის დაშვებას ითხოვს
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ განაცხადა, რომ მას სურს სიკვდილით დასჯის ლეგალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩვენ ამას მხოლოდ ვაშინგტონში არ ვაკეთებთ, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაკეთებთ“, – განუცხადა ბონდიმ ჟურნალისტებს ცერემონიაზე, სადაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ აშშ-ის დედაქალაქში.