გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს
დარწმუნებული ვარ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ეს ყველაფერი კი იქნება იმის წინაპირობა, რომ საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდება, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვნახავთ დიდ იმედგაცრუებას რადიკალებში. ვხედავთ, რომ რადიკალებში 4 ჯგუფია და არჩევნების საკითხზე, ოთხივე ჯგუფს განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ. სრული ქაოსი აქვთ, შეიძლება ამ ყველაფერს პოლიტიკურ ბარდაგი ვუწოდოთ“, – აღნიშნა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება.